1. პროექტის სახელწოდება: ეკოლოგია - ჯანმრთელი სიცოცხლე.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქიმიური, ეკოლოგიური, ბუნებრივი და ადამიანის მოქმედებით გამოწვეული დაბინძურება.
4. პროექტის მიზანი: გარემოს დასაცავად პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმის, მორალური და სამოქალაქო პოზიციის უნარ-ჩვევების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 12-14 წლის.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გლობალური დათბობის სისწრაფის შემცირება, ეკოლოგიური სისუფთავის ლოკალურ დონეზე შენარჩუნება, გლობალურ დონეზე მიზნების დასახვა და რეკომენდაციების შემუშავება. შეიძლება შეიქმნას მოხალისეთა ჯგუფი, მოეწყოს დასუფთავების ღონისძიებები გარემოს ეკოლოგიური მაჩვენებლის ასამაღლებლად.
I ჯგუფი. ჯგუფს დავავალებ აღწერონ წყლის დაბინძურების კონკრეტული შემთხვევები და დაასაბუთონ არსებულ მდგომარეობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. შევადგენთ სამოქმედო გეგმას: მაგ: აბინძურებს თუ არა რომელიმე საწარმო მდინარეს - დადგინდეს დაბინძურების წყარო, გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა და ფოტომასალის მოგროვებით მიღებული ინფორმაციის ანალიზი.
II. ჯგუფი. ჯგუფს დავავალებ შეისწავლონ ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები. რა შედეგები შეიძლება მოყვეს მას. რა ღონისძიებების ჩატარებაა გამართლებული რათა დავიცვათ ჰაერი გაბინძურებისაგან, დადგინონ ადამიანის როლი გარემოს დაბინძურებაზე. ჰაერის დაბინძურების მთავარი პრობლემის - გაუმართავი ავტომობილების, ტყეების მასიური გაჩეხვის და ეროვნული პარკების თუ ნაკრძალების არ არსებობის მიზეზების დადგენა. გავარკვევ რამდენად დაიმტერესებულნი არიან ბენზინზე თუ დიზელზე მომუშავე ავტომობილების ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების ჩანაცვლებით. რა პრობლემის აღმოფხვრა შეგვიძლია ამ ქმედებით, ვთხოვ მოძიონ ჰაერის დაბინძურების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა.
III ჯგუფი. ჯგუფს დავავალებ ინტერნეტის მეშვეობით მოიძიონ ინფორმაცია მზის და ქარის ენერგიაზე მომუშავე ელემენტების შესახებ. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ დამონტაჟებას. რა საჭირო რესურსები და პირობებია საჭირო მათ დასამონტაჟებლად. არის თუ არა ისინი უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. მათი ჩანაცვლებით რა გლობალურ პრობლემას შევამსუბუქებთ და წვლილს შევიტანთ გლობალურ დათბობის წინააღმდეგ აქციებში.
სამივე ჯგუფის ნამუშევრების შეჯამების შედეგად მოსწავლეებს ავუხსნი, რომ თითოეული ჯგუფის დავალება კავშირშია ერთმანეთთან. ეკოლოგიური სისუფთავე ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია - რომ რიგით მოქალაქესაც შეუძლია მცირეოდენი წვლილის შეტანა გლობალური პრობლემის დაძლევაში
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): კუცია თამუნა
12. ხელმძღვანელი ელ.ფოსტა: t.kucia88@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tkucia88.blogspot.com